„განცხადება იმის შესახებ, რომ იცით, ნუ გეშინიათ, ჩვენ გპირდებით, რომ არაფერი არ იქნება -საბავშვო ბაღია, ჩვენ გარანტიები გვჭირდება",_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად მოწყობილ პრესკონფერენციაზე ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ საუბრისას.
„უბრალოდ განცხადება იმის შესახებ, რომ იცით, ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენ გპირდებით, რომ არაფერი არ იქნება ეს აშკარად არასაკმარისია თანამედროვე მსოფლიოში, ეს საბავშვო ბაღია. ჩვენ გარანტიები გვჭირდება", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ საფრანგეთი ერთ ერთი იმ დიდ სახელმწიფოთაგანია, რომელიც რუსეთს არა მხოლოდ „უსმენს" არამედ „ესმის კიდეც მისი" ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთს არა მხოლოდ როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, არამედ როგორც ბირთვულ სახელმწიფოს ესმის რუსეთის შეშფოთება ე.წ. ევროპროს საკითხთან დაკავშირეთ. მან ფრანსუა ოლლანდი რუსეთში დაპატიჟა.
„ბატონი პრეზიდენტი მოსკოვში დავპატიჟე. იმედი მაქვს, რომ ის უახლოეს დროში ეწვევა ჩვენს ქვეყანას", _ განაცხადა პუტინმა, რაზეც ოლლანდმა უპასუხა, რომ ეს მომავალ წელს მოხდება.