სირიაში გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეცწარგზავნილმა კოფი ანანმა მსოფლიო გააფრთხილა, რომ ქვეყანა ტოტალური ომისკენ მიექანება.
მისი თქმით, ომის საფრთხე იზრდება დღითი დღე.
სირიაში შექმნილი ვითარება მოითხოვს პრეზიდენტ ბაშარ ასადის წასვლას, ამის შესახებ კი პარიზში ფრანსუა ოლანდმა ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სირიის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რუსეთი ხელს არ უწყობს კრიზისის დარეგულირებას და ასადის ხელისუფლებას უჭერს მხარს.
სირიის ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა განცხადებით, გასული წლის მარტიდან სირიაში 15 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.