სირიაში არსებული სიტუაცია ბასარ ასადის წასვლას მოითხოვს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რისეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ვლადიმერ პუტინი სწორედ სირიის თემაზე გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პარიზში ფრანსუა ოლლანდთან შეხვედრისათვის გადაფრინდა.
„ბაშარ ასადის რეჟიმი და მისი საქციელი მიუღებელია,მან სრულიად უკანონო აქტები განახორციელა და ეს სიტუაცია მის წასვლას მოიხოვს", _ განაცხადა ოლანდმა პუტინის წინ.
ვლადიმერ პუტიბმა კი ისევე როგორც მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა და საფრანგეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი ძალისხმევა მიმართონ სირიაში შემნილი სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ.