მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით 12.8 მლნ ლარით, ანუ 17%-ით)გაიზარდა და 88 მლნ ლარი შეადგინა. მაუწყებლების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა. 2011 წელს რეკლამიდან მიღებული შემოსავლის წილი 68.8% იყო. მას მოსდევს სპონსორობა - 12.6%. შემოწირულობას და ტელეშოფინგს უმნიშვნელო წილი ეკავათ, შესაბამისად 1.2% და 0.7%, სხვა შემოსავლების წილი კი 16.7% იყო. სხვა შემოსავლებში შედის, მაგალითად, ინტერაქტიული ნომრებიდან, განცხადებებიდან, იჯარიდან, ტექნიკური მომსახურებიდან, გადაცემის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები