28 ივნისს "თელასის" აქციონერთა წლიური საერთო კრება გაიმართება, რომელზედაც აქციონერები დღისწესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად "თელასის" 2011 წლის მოგების განაწილების შესახებაც იმსჯელებენ. კრებაზე მოხდება ასევე 2011 წლის დივიდენდების გადახდის დეტალებზეც მსჯელობა.
აღსანიშნავია, რომ "თელასის" აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთრების უფლება საზოგადოების აქციებზე აქციონერთა წლიური საერთო კრების სააღრიცხვო დღისათვის - 2012 წლის 07 ივნისისათვის.
შეგახსენებთ, რომ ააქციო საზოგადოება „თელასი" დაფუძნებულია „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საწარმოთა და სახელმწიფოთა საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N228 დადგენილების და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1998 წლის 6 მაისის N1-3/188 ბრძანების შესაბამისად.
სააქციო საზოგადოება „თელასი" რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 14 მაისს.
1998 წლის 21 დეკემბერს AES Silk Road Holdings B.V., AES კორპორაციამ შეისყიდა სააქციო საზოგადოება „თელასის" აქციათა 75%.
2003 წლის აგვისტოში AES კორპორაციამ, ბოლო მფლობელმა, მიყიდა "Silk Road Holdings B.V."-ს აქციათა პაკეტის 100% ფინურ კომპანიას - სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy (INTER RAO Holdings B.V.), რომლის ერთადერთი მფლობელია დსს „ინტერ რაო ეეს"-ი (ამჟამად, ღსს „ინტერ რაო ეეს"-ი).
საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურება; აბონენტთა ტექნიკური მომსახურება; ქ. თბილისის ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული ერთიანი სისტემის ადმინისტრირება.