საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2011 წლის ბოლოს 4,430,613 აბონენტი შეადგინა, ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
2011 წელს, 2010-თან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 11.3%-ით გაიზარდა (450,341 აბონენტი). მობილური აბონენტების სიმკვრივემ2 99.1% შეადგინა.
2011 წელს ბაზარზე ოთხი კომპანია ოპერირებდა: შპს „ჯეოსელი", შპს „მაგთიკომი", შპს „მობიტელი" და სს „სილქნეტი". ბოლო კვარტალში შპს „ჯეოსელის" საბაზრო წილი 41.7%-ს შეადგენდა, შპს „მაგთიკომის" - 37.9%, შპს „მობიტელის" - 20.4%. სს „სილქნეტმა" მობილური კომუნიკაციების სფეროში
2011 წლის დეკემბერში დაიწყო ოპერირება და წლის ბოლოსთვის 1782 აბონენტი ჰყავდა
კომისიისი ინფორმაციით, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2011 წელს 441 მლნ ლარი შეადგინა (არ შედის დღგ და აქციზი). შემოსავლის 73.1% ხმოვან მომსახურებებზე მოდიოდა, SMS - 8.8%, ინტერნეტი - 3.6%, სხვა
დამატებით მომსახურებებზე კი ჯამში 14.5%. აღსანიშნავია, რომ თვის განმავლობაში აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU -
Avereage Revenue per User, დღგ-ს და აქციზის ჩაუთვლელად1) 2011 წელს სტაბილური იყო და 8-დან 9 ლარამდე მერყეობდა.