ეგვიპტის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს დემონსტრანტთა მკვლელობაში მონაწილეობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილოვრივმა ტელევიზიამ გაავრცელა, რომელიც სასამართლოს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
ამას გარდა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა ქაიროს ერთ-ერთ ციხეში ბრძანა.
შეგახსნებთ, რომ სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ მუბარაკი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.