ამერიკელმა კალათბურთელმა დეშენ სტივენსონმა სახლში ბანკომატი დადგა.The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, ბანკომატი სამზარეულოში ტოსტერის გვერდით დგას. კალათბურთელს ბანკომატის მონტაჟი 3,5 ათასი დოლარი დაუჯდა. როგორც კალათბურთელი განმარტავს, ამიერიდან მის მეგობრებს ქალაქში წასვლამდე ბანკომატიდან ფულის მოხსნა თავისუფლად შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ტრანზაქციაზე ბანკომატი საკომისიოს სახით 4,5 დოლარს იტოვებს.