კომპანია "სარაჯიშვილმა" ჩიკაგოში გამართულ კონკურსზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყოველწლიურად აშშ-ში "THE BEVERAGE TASTING INSTITUTE"-ის მიერ ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი ტარდება.
წელს გამართულ კონკურსზე კომპანია "სარაჯიშვილის" ბრენდი "ძალიან ძველი" (VO) იყო წარდგენილი, რომელმაც ოქროს მედალი დაიმსახურა.
შარშანდელ ანალოგიურ კონკურსში "სარაჯიშვილი" XO-მ ოქროს მედალი მიიღო, VSOP-მა კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა