ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კანადაში იმ ქართული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება, რომლებიც LCBO-ს (Liquor Control Board of Ontario) მეშვეობით კანადის ბაზრზე უკვე გაყიდვაშია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ღონისძიება 22 მაისს გაიმართა. სულ LCBO-ს ძირითად მაღაზიებში 13 პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს კანადაში იმპორტირებული ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას