ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ლატვიასა და ლიტვაში ,,ქართული ღვინის დღეები" გაიმართა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, რიგასა და ვილნიუსში გამართულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია ხელმძღვანელობდა. ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მინისტრის მოადგილემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
,ქართული ღვინის დღეებში" მონაწილეობას იღებდნენ ღვინისა და ალკოჰოლური, ასევე უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები. კერძოდ: ,,შატო მუხრანი", ,,თელავის ღვინის მარანი", ,,მეღვინეობა ხარება", ,,კორპორაცია ქართული ღვინო", ,,თელიანი ველი", ,,ბესინი", ,,ქინძმარაულის მარანი", ,,სარაჯიშვილი", ქვევრის ღვინო, ,,ნატახტარი", ,,ქართული წყალი აქვა გეო" და სხვა. წარმოდგენილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციას ცნობილი სომელიეები და ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება ,,ქართული ხმების" თანხლებით მიმდინარეობდა.