შსს-ის მიერ გამოვყნებული საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველი მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების შემდეგ, საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტების როდენობა საგრძნობლად გაიზარდა და მაგალითისათვის მხოლოდ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მარტის თვეში გასამმაგდა, ხოლო აპრილის თვეში გაოთხმაგდა კიდეც. ანალოგიური გაოთხმაგებული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება მიმდინარე თვეშიც. ამასთან, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობების ჯამურმა მატებამ მაისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 99.2% შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, სავიზო რეჟიმის გაუქმების თარიღიდან კი, ვიზების გაუქმების ეფექტიანობის გაშუალებული ინდექსი რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობის კუმულაციურ 85%-იან ზრდაში გამოისახება.
ცნობისთის, 2012 წლის პირველ 5 თვეს, საქართველო სულ 1 299 685-მა ვიზიტორმა მოინახულა. შსს-ის მიერ გამოვყნებული საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან (+105.2%), აზერბაიჯანიდან (+26.3%), სომხეთიდან (+38.2%), რუსეთიდან (+99.2%), უკრაინიდან (+20.5%) და ირანიდან (+109%) შემოვიდა.