შსს-ის მიერ გამოვყნებული საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან (+105.2%), აზერბაიჯანიდან (+26.3%), სომხეთიდან (+38.2%), რუსეთიდან (+99.2%), უკრაინიდან (+20.5%) და ირანიდან (+109%) შემოვიდა.
ასევე მნიშვნელოვანი მატება ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც სტუმრების ჩამოსვლების რაოდენობამ მაისის თვეშიც გადააჭარბა უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამორჩეული აქტივობა მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, სადაც შესაბამისად 74% და 71%-იანი მატება აღინიშნა.
ცნობისთის, 2012 წლის პირველ 5 თვეს, საქართველო სულ 1 299 685-მა ვიზიტორმა მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები