ტოკიოს სავალუტო ბირჟაზე ევროსა და დოლარის გასხვისება აქტიურად მიმდინარეობს. ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები და კერძო პირები ცდილობენ მოიშორონ ევროც და დოლარიც, რაც, თავის მხრივ, ევროპაში გაღრმავებულ ფინანსურ კრიზისს და ესპანეთის პრობლემებს უკავშირდება. ევროს კურსი იაპონურ იენთან მიმართებაში 5 თვის მინიმუმამდე დაეცა.
დღეისთვის იაპონიის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 ევრო 97,7 იენად, ხოლო დოლარი - 78,8 იენად იყიდება. ანალიტიკოსების განმარტებით, იენის კურსის გამყარება იაპონურ ბიზნესს ნაკლებად ახარებს, რადგანაც ძლიერი იენი ამცირებს ექსპორტს და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უარესდება. შედეგად კი ყველაზე მეტად იაპონიის სამრეწველო სექტორი ზარალდება.