ბანკი "რესპუბლიკა" მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულს მართავს. ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" პოლიტიკის თანახმად, ბანკი მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულს ყოველ წელს მართავს. მისი მიზანია სოციალურად სასარგებლო ღონისძიებების განხორციელება და ფიზიკური, მორალური და ფინანსური თანადგომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
წელს კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები იგეგმება: სოციალურად
დაუცველთათვის თანხის შეგროვება, სისხლის გაღება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და მონაწილეობა მარათონში "სიცოცხლის გადასარჩენად". ბანკ "რესპუბლიკის" რეგიონულ ფილიალებში სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეული ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" ყველა წევრ
ქვეყანაში უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. ამ დროს მთელი ჯგუფი ერთსულოვანია და ყველა თანამშრომელი ცდილობს, გუნდური სულისკვეთება და საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთება ტრადიციად აქციოს.