აპრილში ევროზონაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 11 %-ი შეადგინა, - ამის შესახებ Eurostat-ის პრესრელიზშია აღნიშნული.
იმავდროულად, სტატისტიკის უწყებამ მარტის მაჩვენებელს გადახედა და მარტში უმუშევრობის დონე 10,9%-ი იყო. რაც შეხება ევროზონის ქვეყნებს, ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი ესპანეთსა (24,3%) და საბერძნეთშია (21,7%).