წელს აჭარაში 61.7%-ით მეტი ტურისტი ჩავიდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუცხადეს, 2012 წლის იანვარ-მაისში აჭარაში 239 ათას 742 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით 61.7%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 203.0%-ით მეტი. 2011 წლის იანვარ-მაისში სულ აჭარაში 148 ათას 267 ვიზიტორი, ხოლო 2010 წლის იანვარ-მაისში კი 79 ათას 113 ვიზიტორი ცავიდა.
2012 წლის იანვარ-მაისში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 102 ათას 173 ვიზიტორი შეადგინა, რაც 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 127.5%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-მაისში აჭარა 44 ათას 907 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2010 წელს 22 ათას 990 ვიზიტორი სტუმრობდა.