მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო ობიექტების რეალიზაციას აგრძელებს და აუქციონზე შპს "აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფოს" 100%-იანი წილს ყიდის. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულება ყოველგვარი პირობების გარეშე იყიდება. ობიექტის კაპიტალი 471 689 ლარს შეადგენს. 28.03.2012 წლის მდგომარეობით, მისი კრედიტორული დავალიანება 3264,44 ლარს შეადგენს, ხოლო დებიტორული დავალიანება არ აქვს.
იმავდროულად, საზოგადოებას 2010 წლის მოგებიდან გადაუხდელი აქვს დივიდენდი 11766 ლარის ოდენობით.
"აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფოს" საწყისი ღირებულება 475 ათასი ლარია და მისი გასხვისება 7 ივნისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.