განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, ატესტატის გაცემის პრეროგატივა ისევ განათლების სამინისტროს რჩება, თუმცა, მას გასცემს იუსტიციის სახლის მეშვეობით.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან კარგი იქნება, რომ იუსტიციის სახლის მოწესრიგებულ სისტემას, ატესტატიც დაემატება.
,,მაქსიმალური რაოდენობა დოკუმენტების, რომელიც წესით ადრე გაიცემოდა სხვდასხვა უწყებებში, ამის კონსოლიდაცია ხდება და მოქალაქეებს ექნებათ სრულყოფილი მომსახურება, როდესაც ერთ ადგილას შეგიძლია მიხვიდე და აიღო ნებისმიერი საბუთი. იუსტიციის სახლი არ გასცემს მხოლოდ იუსტიციის სახლის კომპეტენციაში არსებულ დოკუმენტებს, არამედ ეს არის მთლიანი სისტემა. გარდა ამისა, ეს მკაცრად აღრიცხი დოკუმეტია და კარგი იქნება თუ იუსტიციის სახლის მოწესრიგებულ სისტემას, დაემატება ატესტატები. ამას „ერთი სარკმლის პრინციპი" ჰქვია - განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ ატსტატის გაცემის პრეროგატივა ისევ განათლების სამინისტროს რჩება, თუმცა, მას გასცემს იუსტიციის სახლის მეშვეობით.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ წლიდან ატესტატების გაცემა იუსტიციის სახლებში მოხდება. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება.