ერთ-ერთი უმსხვილესი, გერმანული ბანკის Deutsche Bank-ის ხელმძღვანელმა იოსეფ აკერმანმა პოსტი დატოვა.
Deutsche Bank-ის აქციონერების ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ, აკერმანმა ძალაუფლება მის ორ მემკვიდრეს: ანიშ ჯეინს და იურგენ ფიტშენს გადაულოცა.
ბანკირმა წასვლისას აღნიშნა, რომ Deutsche Bank-ი უნდა გახდეს უფრო ძლიერი ვიდრე ის დღეს არის. აღსანიშნავია, რომ აკერმანმა ბანკი 2008 წლის კრიზისს გადაარჩინა. აკერმანი ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე იყო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მრჩეველიც.