ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით წარმოდგენილი კომპანია "ტექნო ბუმი" მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და სპეციალურად ბავშვებისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის ფინალურ ეტაპს აცხადებს, სახელწოდებით "ნათელი მომავალი".
კომპანიის ინფორმაციით, ფოტოკონკურსის სამი გამარჯვებული, რომელთა ფოტოებმა ყველაზე მეტი "like"-ი დააგროვა, დღეს გამოვლინდება. "ტექნო ბუმის" სათაო ოფისში ბავშვებთან ერთად მისულ გამარჯვებულებს კი დღეს კომპანია პლანშეტურ კომპიუეტერებს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ აქციის პირობების თანახმად, ერთი თვის მანძილზე მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, "ტექნო ბუმის" Facebook-ის გვერდზე ბავშვის ფოტოსურათი აეტვირთა და "like"-ები დაეგროვებინა.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ტექნო ბუმი" ამჟამად ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს და Facebook-ის მეგობრებს არაერთ სიანტერესო აქციას უახლოეს მომავალში შესთავაზებს.
"ტექნო ბუმი" ქართულ ბაზარზე ორი წელია მოქმედებს და თბილისის გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.