"საქართველოს ბანკი" იპოთეკურ სესხებზე სპეციალურ შეთავაზებას აგრძელებს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გრძელდება სპეციალური შეთავაზება იპოთეკურ სესხებზე - ის, ვინც 1-ელი ივლისამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, გათავისუფლდება და არ გადაიხდის პირველი ორი თვის საპროცენტო შენატანს.
"საქართველოს ბანკის" იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ბინისა და სახლის მშენებლობა.