სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტების სტაჟირების პროგრამას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს, (უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აგრონომის კვალიფიკაცია, დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი) ივლისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ობიექტებზე სთავაზობს 2 კვირიანი სტაჟირების ინტენსიურ პროგრამას.
სტაჟირების დაწყების წინ ჩატარდება ტესტირება და შერჩეული კანდიდატები გაივლიან გადამზადების კურსს. შერჩევის შემდეგ თითოეულ ჯგუფში 3-5 სტუდენტი გადანაწილდება. პროგრამაში შედის შემდეგი ობიექტები:
• გონიოში არსებული საჩითილე მეურნეობა;
• ოზურგეთში არსებული მექანიზაციის ცენტრი;
• აბაშაში არსებული მარცვლეულის საშრობი;
• აბაშაში არსებული მექნიზაციის/ექსტენციის ცენტრი;
• ჯიხაიშში არსებული ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
• სამტრედიაში არსებული მექანიზაციის ცენტრი;
• ზესტაფონში არსებული მექანიზაციის/ექსტენციის ცენტრი;
• აჯამეთში არსებული ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
• ლაგოდეხში არსებული მარცვლეულის საშრობი; დედოფლისწყაროში არსებული მექანიზაციის ცენტრი;
• გურჯაანში არსებული მექანიზაციის/ექსტენციის ცენტრი;
• წეროვანში არსებული სასათბურე მეურნეობა; ახალციხეში არსებული მექანიზაციის/ექსტენციის ცენტრი;
• რენეში არსებული მექანიზაციის ცენტრი;
• ნატახტარში არსებული გაყინული ხილის და ბოსტნეულის საწარმო;
• ნიქოზში არსებული კოოპერატივი "ნიქოზის" ბოსტნეულის წარმოება;
• ხაშურში არსებული ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
• ქარელში არსებული მექანიზაციის/ექსტენციის ცენტრი;
• ხურვალეთში არსებული ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
• მარნეულში არსებული მექანიზაციის/ექსტენციის ცენტრი;
• ბოლნისში არსებული მექანიზაციის ცენტრი;
• ბოლნისში არსებული ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
• წალკაში არსებული სათესლე კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს შესაბამის (სტაჟირების) სერტიფიკატს.
სტაჟირების პროგრამის გავლის მსურველებმა აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ. შევსებული აპლიკაციების მიიღება იწარმოებს მისამართზე: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარშალ გელოვანის გამზირი #6. ტელ: +(99532) 237 80 14;
ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით სარგებლობა: მისამართზე:kadrebi@moa.gov.ge
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 აგვისტო.