"საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყანაში აპრილში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 3,35 მლრდ ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 12,2%-ით მეტია 2011 წლის აპრილთან შედარებით, რადგანაც მაშინ დღგ-მ 2,94 მლრდ ლარი შეადგინა. 2012 წლის მარტში ბრუნვის მოცულობა 3,351 მლრდ ლარით განისაზღვრა.
2012 წლის აპრილში, ქვეყანაში 3 987 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2%-ით არის გაზრდილი. 2012 წლის მარტში 4 049 კომპანია დარეგისტრირდა.
„საქსტატის" წინასწარი ი მონაცემებით, საბანკო სექტორის მთლიანმა გამოშვებამ 2012 წლის აპრილში 68,9 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 60,6 მლნ ლარი კომერციულ ბანკებზე მოდის, ხოლო 8,3 მლნ ლარი - საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ბანკების მთლიანმა გამოშვებამ 65,7 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 59,1 მლნ ლარი კომერციულ ბანკებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სებ-ზე, 6,6 მლნ ლარი.