ბულგარეთში ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი ქართველი.
დაკავებულებს შორის არიან ბულგარეთის, იტალიის, რუმინეთის მოქალაქეები.
გამოძიების დასრულებამდე ბულგარელი სამართალდამცავები დაკავებული ქართველის ვინაობას არ ასახელებენ.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იტალიაში ბულგარეთიდან ჯგუფს ყოველწლიურად 40 ტონა კოკაინი შეჰქონდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ: ერთობლივი ოპერაცია იტალიელმა და ბულგარელმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს.