საოცნებო ზაფხული ბანკ "რესპუბლიკაში" გრძელდება, პირველად ქართულ საბანკო
სივრცეში, ბანკი "რესპუბლიკა" გთავაზობთ უპრეცენდენტო პროდუქტს - საბავშვო ანაბრის
სასაჩუქრე ბარათს - ორიგინალურ საჩუქარს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის წარმატებულ მომავალს.
საბავშვო ანაბრის სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერ ბავშვს სასტარტო თანხით: 20, 50, 100, 500 ლარის ოდენობით. მომხმარებელმა სასაჩუქრე ბარათი შეიძლება გამოიყენოს როგორც ახალი საბავშვო ანაბრის გასახსნელად, აგრეთვე არსებულ ანაბარზე თანხის დასამატებლად. თუ ბავშვს ჯერ არ აქვს გახსნილი ანაბარი ბანკ "რესპუბლიკაში", შეძენილი სასაჩუქრე ბარათის მეშვეობით მას გაეხსნება საბავშვო ანაბარი სასტარტო თანხით. ხოლო თუ ბავშვს უკვე აქვს გახსნილი ანაბარი, ბარათის საშუალებით თქვენს მიერ ნაჩუქარი თანხა განთავსდება მის მიმდინარე ანაბარზე. ერთი ბავშვისთვის გადაცემული სასაჩუქრე ბარათების რაოდენობა შეუზღუდავია. ეს არის საჩუქარი, რომელიც ყოველ დაბადების დღეზე ან სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულზე შეიძლება შეუძინონ ბავშვებს.
საბავშვო ანაბრის სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენა შესაძლებელია ბანკ "რესპუბლიკის"
ფილიალებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
საბავშვო ანაბრის შესახებ:
ყველას, ვისაც აქვს თავისუფალი თანხა, სტაბილური შემოსავალი და სურს თავიანთი
შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა, ბანკი
"რესპუბლიკა" მომხმარებელს ურჩევს გახსნას საბავშვო ანაბარი, რომელიც ხელს შეუწყობს
თანხის შეგროვებას სწავლისთვის, სახლისთვის ან სხვა განსაკუთრებული საჩუქრისთვის.
ყველა ვინც გახსნის საბავშვო ანაბარს ბანკ "რესპუბლიკაში", მიიღებს მაღალ საპროცენტო
განაკვეთს. მომხმარებელს შეუძლია ანაბარს ნებისმიერ დროს დაამატოს ნებისმიერი
მოცულობის თანხა.
პირობები:
ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
ვადა: 2-დან 18 წლამდე
მინიმალური შენატანი: 20 ერთეული
მაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი
დამატებითი მინიმალური შენატანი შეუზღუდავი
დამატებითი მაქსიმალური შენატანი შეუზღუდავი
პროცენტის რეალიზაცია: ვადის ბოლოს
საბავშვო ანაბრის წლიური სარგებელი: ლარი 14.00 %; აშშ დოლარი 9.00 %; ევრო
8.75 %.;
წლიურ სარგებელს აკლდება 0.5%-ი, თუ ანაბარს წლის განმავლობაში ყოველთვიურად დამატებით არ ერიცხება თანხა.
მასალის გამოყენების პირობები