გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიის საკითხზე არაგეგმიურ შეხვედრას მართავს. შეხვედრისას სირიის დასახლება ჰულაში მომხდარ ტრაგედიას განიხილავენ, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 34 ბავშვი მოკლეს.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე მიიღებენ გადაწყვეტიილებას გაეროს ეგიდით გამოძიების ჩატარების თაობაზე.
ჰულაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლი საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია.
ევროპის მთელმა რიგმა სახლემწიფოებმა სირიის ელჩები გააძევეს.
სხვადასხვა ლიდერებმა სირიის საკითხის სამხედრო გადაწყვეტის შესახებაც განაცხადეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ კი აღნიშნულს გაეროს უშიშროების საჭოს თანხმობის გარეშე შეუძლებელი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირიისპირებას, გაეროს მონაცემებით 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.