"სრული შემოწმება პატრიოტიზმზე - ეს არის მზადყოფნა თავისუფლად და თავაზიანად დაუთმო მმართველობის საჭე სხვას", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშ უმცროსისა და მისი მეუღლის ლორა ბუშის პორტრეტების წარდგენისას, თეთრ სახლში განაცხადა.
ობამამ აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც საფუძველი დაუდო უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების გადაცემას.
"ჩვენ მივყვებით ამ სწორ აზროვნებას და გმირულ მაგალითს", - განაცხადა ობამამ.
ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ჯორჯ ბუშსაც, რომეილც თავად სამი წლის წინ, კრიზიისის დროს შეცვალა.
ჯორჯ ბუშმა საპასუხო სიტყვაში თავადაც ჯორჯ ვაშინგტონის სიტყვები გააღჟერა, შემდგ კი აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტების გალერეაში "საინტერესო სიმეტრია" შეიქმნა: ის იწყება და სრულდება "ჯორჯ W."-ბის გამოსახულებებით.
პირველი - პრეზიდენტისთვის W გვარის პირველი ასოა, ხოლო 43-ე პრეზიდენტისთვის შუა ინიციალი (George W. Bush).
"მსიამოვნებს ბატონო პრეზიდენტო, რომ ამ სახლის დერეფნებში სიარულისას, როდესაც რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, თქვენ უკვე შეგიძლიათ შეხედოთ ამ პორტრეტს და იკითხოთ: "შენ რა გააკეთე ჯორჯ?".
ისევე როგორც სხვა ფრაზებს, ჯორჯ ბუშის ამ ფრაზასაც დამსწრე საზოგადოების მეგობრული სიცილი მოჰყვა.
ჯორჯ ბუში და ბარაკ ობაამა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლეები არიან და ჩვეულებისამებრ ერთმანეთს რჩევენისათვის არ მიმართავენ.