დღეს, 1 ივნისს 09:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია გონიოს საჩითილე მეურნეობაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის 100-მდე სტუდენტს შეხვდება.
მინისტრი სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.