ხვალ, 1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, ევროპის კვირეულის ფარგლებში, თიბისი გალერეაში გაიმართება დირიჟორისა და პიანისტის, მიხეილ არკადიევის საფორტეპიანო კონცერტი.
პროგრამაშია: იოჰან სებასტიან ბახი, "3 სიმფონია კლავისინისთვის", იოსებ ბარდანაშვილი, "ფანტაზია ფორტეპიანოსთვის", მოდესტ მუსორგსკი, "სურათები გამოფენიდან".