თურქეთის ვიცე-პრემიერი უარყოფს ინფორმაცია, რომ თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოში ბათუმი თურქეთის ტერიტორიად არის მოხსენიებული.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის ვიცე-პრემიერი ბულნეთ არინჩი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პირველად ქართველი ჟურნალისტებისგან იგებს.
"პირველად მესმის. მე არ ვიცი ვინ ავრცელებს ასეთ დეზინფორმაციებს და თუ თქვენ იცით მის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეთ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არ ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გავცე"- განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა.