ევროპული ფონდის (EFSE) გადაწყვეტილება წლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის შესახებ იმ არაერთ კვლევას ეფუძნება, რომელიც ორგანიზაციამ 2012 წლის დასაწყისში რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისა და სამიზნე ბაზრების შესწავლის მიზნით ჩაატარა. შეხვედრის მთავარი ამოცანაა გააღრმავოს დიალოგი და თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებს შორის.
კონფერენციაში მონაწილე სამასზე მეტი დელეგატი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელებს.
წლიური შეხვედრა სასტუმრო "რედისონში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა დირკ ნიბელმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნეს.
„დღევანდელი შეხვედრა რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის: პირველი, ადგილობრივმა ფინანსური სექტორმა აქტიურად დაიწყო ფიქრი და კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით. ამ კომპონენტის უფრო გააქტიურებისათვის იაფი ფინანსური რესურსის მოზიდვაა გადამწყვეტი. ევროპული ფონდი არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც უკვე განახორციელა რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, არაერთი წარმატებული ინვესტიცია და მასთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაზრდის წარმატებული მაგალითების რიცხვს. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ წლიური შეხვედრის მონაწილეთა უდიდესი ინტერესი და შეფასებები ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების მიმართ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ
ევროპული ფონდის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება 300-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი და ადგილობრივი დელეგატი 30 ქვეყნიდან.
ევროპული ფონდის დაფუძნებიდან (2005 წელი) 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის 300,000-ზე მეტი სუბსიდირებული სესხია გაცემული. ფონდის ხელშეწყობით სამიზნე რეგიონში 315,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. გასულ წლებში, ევროპულ ფონდს არ ჰქონია არცერთი შეუსრულებელი ინვესტიცია და ასევე საკმაოდ დაბალი იყო ზარალის მაჩვენებელიც.
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის EFSE
EFSE-ს მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და აღმავლობის დაჩქარება დასავლეთ ევროპაში, კერძოდ: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, საქართველო, კოსოვო, მოლდავეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი და უკრაიანა. ის ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს დაფინანსების გრძელვადიან ინსტრუმენტებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე გასასესხებლად, ასევე საოჯახო სესხებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. EFSE წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო კომპანიას, რომელიც აერთიანებს კერძო ინვესტორების, ევროპული სახელმწიფოების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფონდებს, კერძოდ: ევროპის კომისია, გერმანიის ეკონომიკის განვითარების და კოოპერაციის სამინისტრო, ავსტრიის მთავრობა, შვეიცარია, დანია და ალბანეთი, KfW, IFC, FMO, ჰოლანდიის ფინანსების განვითარების კომპანია, EBRD, EIB, OeEB, გერმანიის ბანკი და Sal. Oppenheim. EFSE-ს მართავს Oppenheim Asset Management Services S.à r.l., ლუქსემბურგი, როგორც ფონდების მენეჯერი და Finance in Motion GmbH, Frankfurt/Main, Germany როგორც მრჩეველი.