კოლხეთის დაცული ტერიტორიის შემცირება, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ხორციელდება. ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენლები "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებისას აცხადებენ, რომლის თანახმად, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, რომელიც 842,4 ჰექტარზეა, დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამოდის.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, ბევრი არაფერი იცვლება. რაც შეეხება, ფოთი-ანაკლიის გზის მშენებლობის გამო, იმ ტერიტიტორიის დაცული ტერიტორიებიდან ამორიცხვას, სადაც ასეთი გზის მშენებლობა კანონით ისედაც დაშვებული იყო, მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ,,ინვესტორებთან თამამად საუბრისთვის,, არის საჭირო.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, 843 ჰექტარი მიწისთვის სტატუსის ჩამორთმევა ლაზიკას მშენებლობას არ უკავშირდება და ეს ტერიტორია მხოლოდ 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული, რომელიც ერთმანეთთან ფოთსა და ანაკლიას პირდაპირი ხაზით დააკავშირებს.
აკაკი ბობოხიძე ჟურნალისტებტან ადასტურებს, რომ დაცულ ტერიტორიაზე საუბრის შემთხვევაში, ზოგი ინვესტორი თავს იკავებს. `ზოგიერთი ინვესტორი დაცულ ტერიტორიას რომ იგებს, მოლაპარაკებებს ეგრევე წყვეტს~ - აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, ფოთი-ანაკლიის გზას სახელმწიფო გააკეთებს, ინვესტორები კი იმ ეკონომიკურ საქმიანობას გაანხორციელებენ, რაც ინფასტრქუტურის განვითარებას მოჰყვება ხოლმე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ინვესტორი, ,,არსებობს მხოლოდ დამოკიდებულება,,
გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა დღეს "კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი, პირველი მოსმენით განიხილა.