ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიერ უკვე პრაქტიკულად აკრძალულია განსხვავებული აზრის გამოხატვა. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები განიცდიან ყოველდღიურ ტერორს, ზეწოლას და ამის დასტურია 2012 წლის 26 მაისს მოძრაობა „7 ნოემბრის" და მისი მხარდამჭერთა მიერ, ქუთაისში დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის აღკვეთა და აქციის მონაწილეთა დაპატიმრება.
რეჟიმმა ესეც არ იკმარა და მოძრაობა „7 ნოემბრის" მიერ, თბილისში 29 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე, რომელზეც მათი წევრების უკანონო დაპატიმრებას აპროტესტებდნენ, კიდევ ხუთი ახალგაზრდა უკანონოდ დააპატიმრა.
„სახალხო კრების" ახალგაზრდული ორგანიზაცია სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს აქციის დაპატიმრებულ მონაწილეებს და აცხადებს, რომ ძალიან მალე ქვეყანაში გაიმარჯვებს სამართლიანობა, გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური ნიშნით თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი და თავისუფალი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ სკამებს დაიკავებენ ის ჯალათები, რომლებიც ასრულებენ რეჟიმის უკანონო ბრძანებებს.