სეპარატისტულ აფხაზეთში არსებულ საფეხბურთო კლუბ "დინამო"-ში ახალი ნიგერიელი ფორვარდი ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბ "დინამო"-ს მთავარი მწვრთნელი ტიმურ ახბა აცხადებს, რომ კლუბთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ნიგერიელმა ფელიკს ნვოსუ გააფორმა. აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზ ფეხბურთელებთან ერთად კლუბში ასევე თამაშობს ოთხი "ლეგიონერი" რუსეთიდან.
8 ივნისს ნიგერიელი ფეხბურთელის მონაწილეობით პირველი თამაში გაიმარტება. ფელიკს ნვოსუ 22 წლისაა და ადრე ის ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა.
მასალის გამოყენების პირობები