საქართველოს უწყებათაშორისი კომისია ადმინისტრაციულ სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართავს და საარჩევნო პროცესის დასრულებამდე დაგეგმილი, ან მიმდინარე შემცირებებისა და ოპტიმიზაციის პროცესის შეაჩერებისკენ მოუწოდებს.
,,გვინდა მოვუწოდოთ ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და ასევე საჯარო სკოლებს იქიდან გამომდინარე, რომ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და ეს არის განსაკუთრებით მგრძნობიარე ფაზა დაგეგმილი, ან მიმდინარე შემცირებებისა და ოპტიმიაზციის პროცესი არჩევნების დასრულებამდე შეაჩერონ, რომ ზოგადად კითხვის ნიშნები ამ თემასთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად მოვხსნათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას დაუყოვნებლივ შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება და შევძლებთ ამ კითხვის ნიშნებზე პასუხის გაცემას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ზღულაძემ.