რუსეთის ეკონომიკური სექტორი შოკშია. დოლარის კურსმა 33,0048 რუბლი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ივნისის მაქსიმუმს (33,1950) უახლოვდება.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსული რუბლი ცენტრალური ბანკის ჩარევის გარეშე ფსკერიკენ მიექანება.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდება ხვალიდანვე შეუდგეს ვითარების გამოსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიიკაში მნიშვნელოვანი რყევები დაიწყება.