თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიენიჭება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულ გამონათქვამს "პოლონეთის სიკვდიილის ბანაკების" შესახებ, მით უფრო, რომ ეს მოხდა სიკვდილის, შემდეგ თავისუფლების მედალით, წაინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლის იან კარსკის დაჯილდოებისას.
შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ გააკეთა.
გასულ კვირას აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ორდენების გადაცემის ცერემონიალზე აშშ-ის პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ კარსკიზე საუბრისაც გამოიყენა ფრაზა "პოლონეთის სიკვდილის ბანაკი".
მოგვიანებით მისი ამ გამონათქვემის გამო ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ტომი ვიტორმა ბოდიში მოიხადა.
პოლონეთის ხელისუფლებაამ აღნიშნული ფრაზა საკუთარი ხალხის სახელით ნეგატიურად შეაფასა.
"ჩვენ ვწუხვართ ამ შეცდომის გამო, ეს იყო შეცდომა. ის განხილული უნდა იქნეს კარსკისთვის მედლის მინიჭების კოტექსტში", - განაცხადა კარნიმ.
ვიტორმა კი განმარტა: "პრეზიდენტს შეეშალა.ის საუბრობდა ნაცისტების სიკვდილის ბანაკებზე პოლონეთში. ჩვენ ვწუხვართ ამ შეცდომის გამო".
მასალის გამოყენების პირობები