გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეეცდება დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც 1-ლ ივნისს ბერლინს ეწვევა, გააძლიეროს ზეწოლა სირიის ხელისუფლებაზე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.
"რაც შეეხება სირიის კონფლიქტს, ანგეელა მერკელი დაბეჯითებით მოითხოვს მის პოლიტკურ გადაწყვეტას. იგი შეეცდება გამოიყენოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ბერლინში, რათა მკაფიოდ განაცხადოს სირიაზე საერთაშორისო ზეწოლის შესახებ", - განაცხადა ზაიბერტმა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ განცხადებით მერკელმა დისტანცირება მოახდინა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პოზიციისგან, რომელმაც სირიის საკითხის შეიარაღებული გზით გადაწყვეტა არ გამორიცხა.
მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მერკლეი შეეცდება რუსეთი დაარწმუნოს ფსონის პოლიტიკურ პროცესზე დადებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა უკვეე ორჯერ დაადეს ვეტო გაეროს უშიშროების საჭოს მიერ სირიის საკითხზე რეზოლუციის მიღებას.
გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას ათი ათსზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები