დღეს, 31 მაისს, გაიმართება ფესტივალ "ოქროს პეპელას" არასაკონკურსო ფილმების ჩვენება, მასტერკლასი და უორკშოპი. ფესტივალი დაიხურება 1-ელ ივნისს საზეიმო დახურვის, დაჯილდოების ცერემონიალით. ფესტივალის დირექცია სპეციალური პრიზებით აჯილდოებს არასაკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმებს.
ფესტივალი "ოქროს პეპელა" 30 მაისს "ევროპული სკოლის" სააქტო დარბაზში საკონკურსო ფილმების ჩვენებით გაიხსნა. ფესტივალს აქვს საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა. პროგრამა მოიცავს მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კონკურსს.
ფესტივალი დაარსდა 2011 წლის 1-ელ ივნისს საქართველოში, თბილისში, "ევროპული სკოლის" სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა. წელს ფესტივალი "ოქროს პეპელა" გაიმართება საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.