დღეს, 31 მაისს, 11:45 საათზე, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის გაფორმდება საგრანტო და სასესხო შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყოფას ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებისთვის.
შეთანხმებებს გააფორმებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ვიცე-პრეზიდენტი, გერმანიის ელჩი და KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი. ხელმოწერის ცერემონიას აგრეთვე დაესწრებიან საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერალური მინისტრი დირკ ნიებელი და დელაგაციის წევრები.