ხვალ, 31 მაისს, 20:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში "თბილისის ფოტოფესტივალი 2012" ფარგლებში გამოფენა "ჩეჩნეთის გზაზე" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე ფოტოხელოვანის სტენლი გრინის ფოტონამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
თბილისის მე-3 ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარი ნიუიორკელი ფოტოგრაფი კავკასიაში ჩეჩნეთის ომის თემაზე თავის პირველ გამოფენას დაესწრება.
"თბილისის ფოტო ფესტივალი 2012" ევროპის კვირეულის ფარგლებში ტარდება.