ხვალ, 31 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის - "პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება" - პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა მიზნად ისახავს როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.