"თავისუფალი უნივერსიტეტის" რექტორის, კახა ბენდუქიძის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან უფრო ადრე უნდა გაეთავისუფლებინა.
"შესაძლოა სამინისტროში არსებობდეს რაღაცა პოლიტიკა, რომელიც მე შეიძლება მომწონდეს, ან არ მომწონდეს და ამავე დროს სამინისტროს ყველაზე მნიშვნელოვან ქვეერთეულს ჰქონდეს სხვა პოლიტიკა, სხვა აზრები კი არა, სხვა პოლიტიკა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ. გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელები იძახდნენ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ. ქალბატონი მაია მიმინოშვილი გასათავისუფლებელი იყო უფრო ადრე", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბენდუქიძემ.
შეგახსენებთ: დიმიტრი შაშკინმა მაია მინინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლა.