მოსკოვი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან სირიელი ელჩებისა და დიპლომატების გამოძევებით უკმაყოფილოა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, რიგი სახელმწიფოებიდან სირიელი დიპლომატების გამოყრა კონტრპროდუქტიული ნაბიჯია და სირიაში კრიზისის დარეგულირებას ხელს არ უწყობს.
"წამყვანი დასავლური სახელმწიფოებიდან სირიის ელჩების გაძევება ჩვენ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯად მიგვაჩნია", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ სირიელი დიპლომატები და ელჩები საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ევრპის სხვა ქვეყნებიდან გააძევეს.