საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მაისის ინფლაცია კვლავ პოზიტიური ციფრია, ნიკა გილაურის განმარტებით, მაისში აპრილთან მიმართებაში ფასების დონე შემცირდა.
"მაისში აპრილთან მიმართებაში ფასების დონე შემცირდა, ისევე როგორც ამ წლის მაისის თვეში გასული წლის მაისთან მიმართებაში. დეფლაცია გასული წლის მაისთან მიმართებაში 3.3%-იანი იყო. კარგად გახსოვთ, რომ გასული წლის მაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინფლაციური თვე, გასული წლის განმავლობაში ინფლაცია 14%-ზე მაღალი იყო. ეს ეფექტი თავის შედეგს იღებს წელს და შესაბამისად, ფასების დონე შედარებით შემცირებულია გასული წლის მაისთან მიმართებაში"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ძირითადად საკვებ პროდუქტებზეა ფასები შემცირებული, რაც აისახება ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.