Facebook-ის შემქმნელი "გაღარიბდა". Nasdaq-ის ბირჟაზე Facebook-ის აქციების გაიაფების გამო მაიკლ ცუკემბერგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ორმოცეულიდან ამორიცხეს.
29 მაის ბირჟის გახსისას Facebook-ის აქციების ფასმა 31,48 დოლარი შეადგინა, ხოლო 2,5 საათის შემდეგ კი აქციების ღირებულება 29,75 დოლარამდე დაეცა. საბოლოოდ კი ვაჭრობა დაიხურა ისე, რომ Facebook-ის ერთი აქციის ღირებულება 28,84 დოლარი იყო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მაიკლ ცუკემბერგის ქონება 14,7 მლრდ დოლარად ფასდება, რომელიც 800 მლნ-ით ჩამოუვარდება კოლუმბიელი ბანკირის ლუისა კარლოსის ქონებას, რომელიც დღემდე რეიტინგში მე-40 ადგილზე იყო. შესაბამისად, მდიდარ ადამიანთა რეიტინგში, ცუკემბერგის პოზიცია გაუარესდა და მისი აქამდე კუთვნილი მე-40 ადგილი კოლუმბიელმა ბანკირმა დაიკავა.