დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ინტერნეტ-გვერდ "ვიკილიქსის" დამფუძნებლის ჯულიან ასანჯის სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება მისი შვედეთში ექსტრადაციის შესახებ ძალაში დატოვა. შვედეთში ასანჯს ბრალი რიგ სექსუალურ დანაშაულში ედება, მათ შორის გაუპატიურებაში. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მას შემდეგ რაც აპელაცია არ დაკმაყოფილდა ასანჯს მისი გასაჩივრება უკვე არც ერთ ინსტანციაში არ შეუძლია. თავად ასანჯი სასამართლოს ამ სხდომას არ დასწრებია, ვინაიდან ჟურნალისტების განცხადებით, იგი საცობში მოყვა.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, მას დიდ ბრიტანეთში კიდევ 14 დღე ყოფნის უფლება აქვს. შეიტანს თუ არა 40 წლის ასანჯის დაცვა საჩელს ევროსასამართლოში ჯერ-ჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები