უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს გენპროკურატურა უახლოეს მომავალში ბრალს უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის ევგენი შებანის მკვლელობის ორგანიზებაში თანამონაწილეობის შესახებ წაუყენებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც, ტიმოშენკო გამოჯანმრთელდება. ბრალის წაყენების სავარაუდო თარიღად გამოძიება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისს ასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტ-უკრაინა" ავრცელებს, უკრაინის გენპროკურატურაში არსებულ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ტიმოშენკო ყოფილი დეპუტატის მკვლელობის ორგანიზებაშია გარეული.
თავად ტიმოშენკოს მომხრეები გენპროკურატურის განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ.
უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი ევგენი შებანი 1996 წელს დონეცკის აეროპორტში მოკლეს.