საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი მაისისათვის 6.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 35.8 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 71.3 მლნ ლარით ანუ 2.2 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების კლებას 107.1 მლნ ლარით ანუ 3.0 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 59.2 პროცენტი შეადგინა - 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.5 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.1 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 76.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.9 პროცენტი შეადგენა.